მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

ეროვნულმა ბანკმა დამატებით $100 მლნ-ის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა.

მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტრენდი, რის შედეგადაც რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას. მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას.

ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების მართვას უსაფრთხოების, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის პრინციპების დაცვით. საერთაშორისო რეზერვების ზრდის პარალელურად, სებ-ი კვლავ განიხილავს დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ, გასულ წელს სებ-მა 2.4 მლრდ დოლარი შეისყიდა და რეზერვები წლის ბოლოსათვის 6.16 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულად მაღალ მაჩვენებლამდე, 6.65 მლრდ-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ცენტრალური ბანკები კვლავ განაგრძობენ ოქროს შესყიდვის მიღებულ პრაქტიკას და მხოლოდ 2026 პირველ კვარტალში 970 ტონაზე მეტი შეისყიდეს, რაც დაახლოებით 80%-ია მთელ 2025 წლის შესყიდვებთან მიმართებაში (1235 ტონა). ცენტრალური ბანკების მთლიანი შესყიდვები ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში (2022-2025) 1000 ტონაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებად არის ოქროს ფასზე დამოკიდებული, რაც ძირითადად ოქროს ფასის ქვედა ზღვრის სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, შუა აღმოსავლეთში ესკალაცია, აშშ-ის და ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა, ასევე 2026 წლის თებერვალში დაწყებული აშშ-ის და ირანის კონფლიქტი - ყველა ეს ფაქტორი თანმიმდევრულად ქმნიდა და აძლიერებდა სტრუქტურულ რისკის პრემიას ოქროს ფასში და ზრდიდა მისი, როგორც უსაფრთხო და დაცული აქტივის ღირებულებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა

01.08.2026.16:16

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. 

კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.

ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული "ლენდლორდის" მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა