მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

Tether-ის საქართველოში ინვესტირება ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის პრიორიტეტებზე ფინანსური სექტორის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიმართულებით, საქართველოში დანერგილია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის რეჟიმი, ხოლო ეროვნულ ბანკს სექტორზე სრული საზედამხედველო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა. აღნიშნული განვითარება ეხმიანება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. ზოგადად ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩო არის ერთგვარად მკაცრი, მაგრამ ესაა ის გარემო, რომელიც მიმზიდველია გლობალურად კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ვირტუალური სექტორში, რადგან იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას. ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether. მსგავსი ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების, თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა

31.07.2026.22:32

საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
კვლევის მიზანია პოტენციური მიმწოდებლებისთვის პროექტის მასშტაბისა და შესყიდვის სავარაუდო სტრატეგიის გაცნობა, ასევე ბაზრის შესაძლებლობების, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მიწოდების ვადებისა და შესყიდვის პირობების შესახებ დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებების მიღება. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შესყიდვის სტრატეგიისა და სატენდერო პირობების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.
ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების ხარისხის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვის საერთაშორისო პროცედურას დაიწყებს. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა