მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

„ერთიან ფანჯარაზე" გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას" - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.

ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარაზე" გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიზანია შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც დაფუძნებული იქნება 3 გარემოებაზე - გამჭვირვალობა, მომხმარებლის ინფორმირებულობა, კონკურენტული გარემოს შექმნა | შოთა ბერეკაშვილი

10.11.2026.17:31

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით 10-ის წინააღმდეგ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილისგანცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასება უფრო მკაფიოდ დაეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდა, ბიზნესისა და მომხმარებლისთვის დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, უფრო კონკურენტული პირობების შექმნა, ასევე ლიცენზირების პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და რეგულირების უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვაა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა