მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს არის ჩადებული საძირკველი საქართველოს მომავლისთვის - სოსო გიორგაძე საქპატენტისა და KIU-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

news image
mbc image

საქპატენტისა და WIPO-ს ჩართულობით 2025 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  (KIU) სპეციალური პროგრამა სტუდენტების მიღებას დაიწყებს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, საქართველო იქნება მე-19 ქვეყანა, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება. 

„ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმოება - ეს იქნება ის მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც სამაგისტრო პროგრამას ისე განახორციელებს. რაც მთავარია ეს იქნება საქპატენტის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ WIPO ეს არის გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია. 

საქპატენტი სხვადასხვა ონლაინ პროექტებს ახორციელებს სასწავლო ცენტრის მეშვეობით და ვთანამშრომლობთ მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან. თუმცა, აქ საუბარია პირდაპირ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც მსოფლიოში მეცხრამეტე იქნება. მათ შორის ასეთი პროგრამა არის პოლონეთში, იტალიაში, ჩინეთში და სხვა. ეს სამაგისტრო პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. როდესაც გაეროა ჩართული  და ასეთი ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია უჭერს მხარს, ბუნებრივია მას უკვე აქვს თავისი რეიტინგი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქპატენტის როლზე და ბუნებრივია მიუთითებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. ეს არის ჩადებული საძირკველი საქართველოს მომავლისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს თანამშრომლობისათვის და მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც ის დაარსა, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობ. ეს არის უნიკალური უნივერსიტეტი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და რეგიონში საუკეთესო. ეს ჩემი სიტყვები არ არის ნამდვილად. როდესაც ვსაუბრობდით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან, როდესაც ნახეთ თუ რა ტიპის უნივერსიტეტთან ჰქონდათ საქმე, არც კი დაფიქრებულან ისე დაიწყეს თანამშრომლობა. ჩვენ უკვე იმედი გაქვს, რომ 2025 წელს პირველი სტუდენტების მიღებას შეძლებს და რაც მნიშვნელოვანია, სტუდენტები არ იქნებიან მხოლოდ საქართველოდან. სტუდენტები იქნებიან მთელი მსოფლიოდან. იმ 18 ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ უნივერსიტეტები, საერთაშორისო სტუდენტების სწავლას აფინანსებს უშუალოდ გაერო“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა