მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს არის დემონსტრირება იმის, რომ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატია - ლევან დავითაშვილი $6 მილიარდიან ინვესტიციაზე

news image
mbc image

ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“, საქართველოში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე ისაუბრა და განმარტა, როგორი იქნება ინვესტიციის ეკონომიკური ეფექტი. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ექვსი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება

„ეს არის დემონსტრირება იმის, რომ საქართველოში მართლაც არის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და აქედან გამომდინარე იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება - საქართველოში მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის არის ხარისხიანი უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, თუმცა ზოგადად კაპიტალის შემოდინება მისასალმებელია, მაგრამ მას თავისი სხვადასხვა შედეგი გააჩნია იმის მიხედვით, თუ როგორი შინაარსისა ინვესტიციები და ვინ არის ინვესტორი. ამ შემთხვევაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ დეველოპერულ ჯგუფზე, რომელიც არა მხოლოდ რეგიონის ლიდერია, არამედ მსოფლიოში გამორჩევა ღირსშესანიშნავი პროექტებით და რა თქმა უნდა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ეს იქნება ბიძგის მიმცემი სხვა ბევრი საერთაშორისო სადეველოპერო კომპანიისთვის, რომ საქართველო განიხილონ როგორც საინტერესო ბაზარი. ვფიქრობ, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად უნდა შეიცვალოს, თვისობრივად გაუმჯობესდეს, ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდეს, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ ინვესტიციას.

ჩვენ ამ პროექტის დაწყებას უახლოეს ხანებში ვგეგმავთ. ამ მიმართულებით წინასწარი სამუშაოები უკვე განხორციელებულია. ჩვენ წინასწარი შესწავლები ჩატარებული გვაქვს, გარკვეული ტერიტორიები გამოკვლეულია, ჩატარებულია კვლევები, რომელიც საფუძველი იყო იმის, რომ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება დადებითი ყოფილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური მხარდაჭერა და გადაწყვეტილება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს.

ძირითადი დრო დაეთმობა დეტალურ პროექტირებას და სამშენებლო ეტაპზე გადავალთ მომავალი წლიდან. მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება უკვე კონკრეტული თანხების დახარჯვა მასშტაბურად დაიწყება 2026 წლიდან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ამ პროექტების განხორციელებამ შეიძლება თბილისისა და ბათუმის ეკონომიკის დაახლოებით 2%-იანი ზრდა გამოიწვიოს. 

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა