მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს იყო მიზანმიმართული ცილისწამება- ლევან დავითაშვილი რუსული ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკის სამინისტროში შემოსულ წერილზე გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს

news image
mbc image

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია "რედვინგსის" წერილი არ შემოსულა და უფრო მეტიც, ასეთი წერილი კომპანიას არც გამოუგზავნია, შესაბამისად, ეს წერილი იყო „ფეიკი"-  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მედია-საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე,  თითქოსდა რუსულმა ავიაკომპანიამ პირადად მას გამოუგზავნა წერილი რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დამატების შესახებ. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათზე თანხმობა არ გაცემულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მოთხოვნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არც შესულა. 

„სიუჟეტი იყო უპასუხისმგებლო, რადგან არ ემყარებოდა გადამოწმებულ ფაქტებს და დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკა. ჩვენ სამინისტროში გადავამოწმეთ ინფორმაცია და არათუ სამინისტროს ცენტრალურ  უწყებაში, არამედ არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ შესულა მსგავსი წერილი. აღნიშნული სიუჟეტი იყო მიზანმიმართული ცილისწამება, სიტუაციის დაძაბვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა, ზოგადად ფრენების სიხშირეების გაზრდის პროცესზეც და განმარტა, რომ ეს მსგავსი მოთხოვნა ამ დრომდე სააგენტოში კომპანია რედვინგსიდან არ შესულა. 

„მსგავი წერილი რომ შემოსულიყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ის მიიღებდა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ მიღებული კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები არის ძალიან მკაფიო, ამიტომ ასეთ საკითხებს სამინისტროსთან არ ათანხმებენ, ეს სრულად ტექნიკური საკითხებია. და, რა თქმა უნდა, კომპანიას მიეცემოდა ის სლოტები, თუ იქნებოდა ამ სლოტების ხელმისაწვდომობა. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი და ამაზე გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იღებს. ეს არ არის პოლიტიკური თემა და თემის პოლიტიზირება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობაა", - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი. 

ამასთან, ლევან დავითაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ. საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, ყველა კომპანიას აქვს ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ის  თავად იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს ჩარევის გარეშე. 

„ერთი ნაწილია, რომ რუსეთის მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, რომ საქართველოში სურთ ფრენა, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას... ანუ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს კონკრეტული თარიღები, კონკრეტული მიმართულებები, რისი მომართვაც ჩვენთან არ შემოსულა, დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა,  ხომალდები, რომლებსაც კომპანია  „რედვინგსი" იყენებს სხვა შემთხვევაში და ეს კომპანია ოპერირებს საქართველოში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გავაჟღერეთ და ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, შესაბამისად, ამ კომპანიამ შეიძლება  მომართვის შემთხვევაში მიიღოს ნებართვა. მაგრამ მას ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს", - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა