მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ესპანეთში ექსპორტი 73%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 23%-ით

news image
mbc image

ესპანეთში ექსპორტი 73%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 23%-იან ზრდას. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ესპანეთში 29 800.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა ექსპორტზე. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 242.4 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად ესპანეთში ექსპორტის  ზრდა 72.8%-ია. ირკვევა, რომ საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია, სწორედ მასზე მოდის ესპანეთში ექსპორტის 30%-ი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 9 031.4 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 8 871.9 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 8 137.8 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 766.1 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 455.3  ათასი დოლარი;

რაც შეეხება ესპანეთიდან იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში მან 119 604.6 ათასი დოლარი შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 97 324.2 ათასი დოლარი. ზრდა 22.9%-ია.ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი პროდუქტი მოსაპირკეთებელი ფილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 9 538.6  ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 9 420.2  ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5 142.5  ათასი დოლარი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 3 812.5  ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 3 755.4  ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა