მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ევროკავშირი ამზადებს გეგმას, რომელიც ელექტრიფიკაციის ტემპის გაორმაგებას და ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს

news image
mbc image

ევროკავშირი განიხილავს მიზანს, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის ელექტროენერგიის წილი ბლოკის მთლიანი ენერგომოხმარების 46%-ს უნდა შეადგენდეს, რაც დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით ელექტრიფიკაციის ტემპის გაორმაგებას ნიშნავს.

დოკუმენტის პროექტი, რომლის გამოქვეყნებასაც ევროკომისია გეგმავს, მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკურ შედეგებზე ევროკავშირის საპასუხო ზომების ნაწილია. კონფლიქტმა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რის გამოც ბრიუსელი ამზადებს ახალ ინიციატივებს, რომლებიც ევროპის იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

დღეს ევროკავშირის საბოლოო ენერგომოხმარების მხოლოდ 23% მოდის ელექტროენერგიაზე და ეს მაჩვენებელი უკვე ათწლეულის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია. ეკონომიკის დანარჩენი ნაწილი კვლავ ძირითადად წიაღისეული საწვავით ფუნქციონირებს. ელექტროენერგიის წილის 46%-მდე გაზრდა მოითხოვს: ელექტრომობილების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდას, საცხოვრებელ სახლებში გაზის ქვაბების ფართომასშტაბიან ჩანაცვლებას, სამრეწველო პროცესების ელექტრიფიკაციას, ევროპის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელების მასშტაბურ მოდერნიზაციას.

ამ მიზნების განხორციელებისთვის, წინასწარი შეფასებით, ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე

20.07.2026.21:41

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა. 

მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა