მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ევროკავშირის ნახშირბადის ტარიფი გლობალური ჩართულობის გარეშე ნაკლებად შედეგიანი იქნება

news image

ევროკავშირის იმპორტის გადასახადი, ნახშირბადის გამომყოფ პროდუქტებზე, სავარაუდოდ ნაკლებად შედეგიანი იქნება კლიმატის ცვლილებაზე და მხოლოდ მცირედ ნეგატიურ გავლენას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევაში.

 ევროკავშირის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რომლის ძალაში შესვლა 2026 წლისათვის იგეგმება, იმპორტის გადასახადს დაუწესებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ლითონი, ცემენტი და ელექტროენერგია, მათი წარმოების პროცესში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის მიხედვით. გადასახადის მიზანია „ნახშირბადის გაჟონვის“ შემცირება, რაც შედეგად მოყვება გარემოს დამბინძურებლების წარმოების გადატანას მკაცრი რეგულაციების ან ნახშირბადზე მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებიდან ნაკლებად მკაცრი რეგულაციებისა და დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში.

სტატისტიკური მოდელირება აჩვენებს, რომ CBAM ნახშირბადის მსოფლიო ემისიას სავარაუდოდ 0.2%-ზე ნაკლებით შეამცირებს იმ მოცემულობებთან შედარებით, როცა ნახშირბადის ტარიფი არ არსებობის და  ემისიებით ვაჭრობა ერთ მეტრ ტონა ნახშირბადზე 100 ევროს (108 აშშ დოლარი) შეადგენს. ამავდროულად, გადასახადებმა შესაძლოა შეამციროს ევროკავშირში ექსპორტი დაახლოებით 0.4%-ით, ხოლო აზიიდან ევროკავშირში ექსპორტი 1.1%-ით, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტიულობაზე, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის (AEIR) 2024 წლის ანგარიშში.

“ნახშირბადის სატარიფო ინიციატივების მათ შორის CBAM-ის ფრაგმენტულობა დარგებისა და რეგიონების მიხედვით, მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდავს ნახშირბადის გაჟონვას,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „მსოფლიოში ნახშირბადის ემისია მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს და კლიმატის ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც ეფექტიანი და მდგრადი იყოს, ნახშირბადის სატარიფო ინიციატივები ევროკავშირის მიღმა, სხვა რეგიონებშიც უნდა გავრცელდეს, განსაკუთრებით აზიაში.“

აზიის ქვერეგიონები, რომლებზეც ნახშირბადის მაღალი გაფრქვევით წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის დიდი წილი მოდის, კონკრეტულად კი ცენტრალური და დასავლეთი აზია, მეტად დაზარალდებიან CBAM-თა და ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემით. მოსალოდნელი სადისტრიბუციო ზემოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აზიის ეკონომიკებზე, რიგიანი წახალისების მექანიზმებია საჭირო ნახშირბადის ფასდადების ფართო გავრცელების წასახალისებლად, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების დეკარბონიზაციის მიზნით. ამ წყაროებიდან გაფრქვეული ნახშირბადი ყველა სხვა წყაროებთან შედარებით სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით აზიაში. სხვა რეკომენდაციებთან ერთადაა მიზნობრივი სტრატეგიების დანერგვა, რომელიც კლიმატმეგობრული პროდუქციისა და მომსახურებების დანერგვას შეუწყობს ხელს; ასევე გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და სტანდარტების ხელშეწყობა და მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების მხარდაჭერა მწვანე ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განხორციელებაში. ანგარიში ასევე მოუწოდებს გლობალური თანამშრომლობისკენ ყველასათვის მისაღები პასუხისმგებლობის მექანიზმების შესაქმნელად, რაც შედეგიანად აღრიცხავს ნახშირბადის გაფრქვევის რისკებს წარმოებასა და სერვისებში.  

სხვა მთავარ მიგნებებთან ერთად, AEIR 2024 აჩვენებს, რომ გლობალური ფრაგმენტულობის რისკების მიუხედავად, აზიაში გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების რეგიონალიზაცია განვითარდა, ანგარიში ვერ ხედავს წინაპირობას, რომ სხვა ქვეყნებში გადატანილი საწარმოები აზიასა თუ მსოფლიოში დაარსების ადგილებს დაუბრუნდება.  

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს

22.05.2026.19:00

საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს. 

საქართველოში ჩამოსხმული  მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 50 499 317 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 15 763 085 ლიტრი;
  • უკრაინა - 8 897 087ლიტრი;
  • ლიეტუვა - 5 182 646ლიტრი;
  • უზბეკეთი - 3 346 408ლიტრი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა