მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირმა და FAO-მ სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის მხარდაჭერის პირველი ციკლი დაიწყო

news image
mbc image

ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მხარდაჭერის პირველი ციკლი დაიწყო სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებმაც სარგებელი მიიღეს ENPARD პროგრამის I, II, ან III ფაზიდან.

სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებისა და მისი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მხარდაჭერის პაკეტი, მოიცავს ტექნიკურ დახმარებას და შემდეგ თანამონაწილეობრივი გრანტის მიღების შესაძლებლობას.

პროგრამაში მონაწილეობის შეთავაზებით, FAO პოტენციურ კანდიდატებს უკვე დაუკავშირდა. ჯამში 85-მა სურსათის ბიზნესოპერატორმა მხარდაჭერის პირველ ციკლში ჩართვის სურვილი გამოთქვა, რის საფუძველზეც FAO-ს გუნდი, მათთან ერთად, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესშია ჩართული.

ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული მხარდაჭერის ციკლის პირველი ფაზა სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, სურსათის უვნებლობის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ საკითხზე FAO-ს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ისწავლონ.

ამასთანავე, HACCP-ის გეგმის არარსებობის შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილე სურსათის ბიზნესოპერატორებს HACCP-ის გეგმის შემუშავებაში დახმარებას გაუწევენ. ტრენინგების შემდეგ, FAO სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად აუცილებელი დანადგარების საჭიროებას თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალურად შეაფასებს.

შეფასების შედეგად, ორგანიზაცია პროგრამის მონაწილეებს თანამონაწილეობრივ გრანტებს შესთავაზებს საჭირო დანადგარების შესაძენად. ევროკავშირის დაფინანსებული თანამონაწილეობრივი გრანტის მაქსიმალური მოცულობა 50 000 დოლარია, ხოლო დანადგარის საფასურის 70 პროცენტს FAO დაფარავს.

„ENPARD პროგრამის ფარგლებში FAO-სა და ევროკავშირის პარტნიორობის შედეგად, ფერმერებისთვის ათასობით შესაძლებლობა შეიქმნა საგანმანათლებლო მოდულების, ტექნიკური მხარდაჭერისა და, რა თქმა უნდა, თანამონაწილეობრივი საგრანტო მექანიზმების სახით. ახლა, ვიწყებთ ENPARD IV პროგრამის მხარდაჭერის პირველ ციკლს ENPARD პროგრამის ბენეფიციარებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში და ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. ქართველი მომხმარებელი იმსახურებს სურსათის უვნებლობის საუკეთესო, ევროკავშირის მოდელის შესაბამის სტანდარტებს“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO ეტაპობრივად განახორციელებს მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტებს, რომლებიც მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერასა და თანამონაწილეობრივ გრანტებს ქვეყანაში არსებული სურსათის უვნებლობის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

2013 წლიდან, ევროკავშირი, მხარს უჭერს, სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.

ENPARD პროგრამის პირველი ფაზა, ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა ხორციელდება FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მეტი აქცენტი კეთდება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა