მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც ჩვენ შევთანხმდით, მაღალი დონის დიალოგი უკვე რეგულარულად, ყოველ წელს გვექნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა  მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში დღეს თბილისში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ენერგეტიკულ საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ახალ გზას იწყებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით. ამასთან, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების შესრულების თვალსაზრისით -  ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.

„ამისთვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, მიღწეული პროგრესის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით. ქვეყანას, რა თქმა უნდა, გააჩნია უდიდესი ენერგოპოტენციალი  განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ათვისების გზაზე ჩვენ ვგრძნობთ ევროპის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მჭიდრო დიალოგი აქვს როგორც ევროკომისიათან, ისე Energy Community-სთან. რეფორმების განხორციელების პროცესში კი ქვეყანა მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან. როგორც დღეს ლევან დავითაშვილისა და კადრი სიმსონის ერთობლივ პრეს/კონფერენციაზე ითქვა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მათ შორის შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო დიალოგის ფარგლებში ასევე პროგრესი გვექნება. ასევე ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული და ესეც, რა თქმა უნდა, უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა