მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო

news image
mbc image

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი  დაიწყო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა  დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს. ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
როგორც აღინიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონსს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც.
„ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთო ღირებულებების, გამძლეობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და, ასევე, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გვაქცევს მნიშვნელოვან აქტორად რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში. მზად ვართ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებისა და ევროპის მწვანე შეთანხმებასთან შემდგომი თანხვედრისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ევროკომისართან საუბრისას.
მაღალი დონის პირველ ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით. დღეს შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, დაკავშირებადობის განვითარებისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხების გარშემო. ასევე საუბარი შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე.
„საერთო ენერგეტიკული მომავლის ქვაკუთხედია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის ინოვაციური პროექტი. ეს ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრასტრუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფარგლებში წარმოებული თემატური დისკუსიების ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში კიდევ უფრო დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.
დღესვე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ევროკომისარი კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს დაათვალიერებენ, პროექტი ევროკავშირის ფინანსური  მხარდაჭერით განხორციელდა.
 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა