ევროკავშირში ენერგომოხმარების 26% განახლებად ენერგიაზე მოდის
2025 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების მოცულობაში განახლებადი ენერგიის წილმა 26.2% შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 25.2% იყო. განახლებადი ენერგიის წილი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც აღნიშნული სტატისტიკური სერია 2004 წელს დაიწყო იმ პერიოდში მაჩვენებელი 9.6%-ს შეადგენდა.
ევროკავშირის 2030 წლის განახლებადი ენერგიის სამიზნე მაჩვენებელი 42.5%-ია. ამ მიზნის მისაღწევად, 2026-2030 წლებში საჭიროა განახლებადი ენერგიის წილის საშუალოდ წლიურად 3.3 პროცენტული პუნქტით ზრდა.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ყველაზე მაღალი წილი შვედეთს ჰქონდა 65.4%.
მეორე ადგილზე ფინეთი იყო 53.0%-ით, მას მოსდევდა დანია 48.2%-ით.
განახლებადი ენერგიის ყველაზე დაბალი წილი დაფიქსირდა ბელგიაში 14.9%, სლოვაკეთში 16.3% და ირლანდიაში 17.2%.
სხვა სიახლეები
საცალო ვაჭრობის დისტრიბუცია ფრაგმენტული მოდელიდან, მეტად ცენტრალიზებულ მოდელზე გადადის - Galt & Taggart
27.07.2026.09:30
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.