ევროკავშირში მოგზაურობის მსურველების საყურადღებოდ: ETIAS 2025 წლის მეორე ნახევარიდან ამოქმედდება
ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა 2025 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ევროკავშორში საქართველოს წარმომადგენლობა ევროგაერთიანებაში მგზავრობის მსურველებს ინფორმაციას აწვდის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა” (ETIAS) ნაცვლად 2024 წლისა ამოქმედდება 2025 წლის მეორე ნახევარში.
7 მითი და ფაქტი “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) შესახებ:
#1
ETIAS აუცილებელია შენგენის 27 ქვეყანაში სამოგზაუროდ.
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს დასჭირდებათ “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) მოქმედი ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად. მათ შორისაა შენგენის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსი. ევროპის ქვეყნების სრული სია, რომლებიც ETIAS-ს ითხოვენ.
#2
ETIAS არის ახალი ვიზა 60 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მანამდე ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებოდათ.
ETIAS არ არის ვიზა. მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
ვიზაზე განაცხადის შეტანისგან განსხვავებით, მოგზაურებს შეეძლებათ ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ონლაინ შევსება, განაცხადის შესატანად არ არის საჭირო საკონსულოში წასვლა და განაცხადის პროცესის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება.
ETIAS-ის ავტორიზაცია საშუალებას აძლევს მოგზაურებს შევიდნენ და დარჩნენ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის (90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) ETIAS-ს მოითხოვენ. ის არ აძლევს განმცხადებლებს უფლებას ისწავლონ, იმუშაონ ან ხანგრძლივი ვადით დარჩნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეები, ვისაც ETIAS-ის ავტორიზაცია მოეთხოვებათ, აპირებენ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევროპულ ქვეყანაში დარჩენას, მუშაობის, სწავლის ან ცხოვრების მიზნით, დიდი ალბათობით მათ გრძელვადიანი ვიზა დასჭირდებათ. შეიტყვეთ მეტი, თუ ვინ უნდა შეიტანოს განაცხადი ETIAS-ის მისაღებად.
#3
არსებობს მრავალი ვებგვერდი, რომელიც ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი არსებობს: travel-europe.europa.eu/etias
ასევე არსებობს მრავალი არაოფიციალური ვებსაიტი, რომლებსაც კომერციული შუამავლები მართავენ. მას შემდეგ, რაც 2025 წელს ETIAS-ი ამოქმედდება, კომერციული შუამავლები ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი კლიენტების სახელით განაცხადები შეიტანონ. ETIAS-ის რეგულაციების მიხედვით ნებადართულია სხვების სახელით განაცხადების შეტანა, მაგრამ უფრთხილდით თაღლითებს! წაიკითხეთ მეტი ETIAS-ის არაოფიციალური ვებგვერდების შესახებ
#4
ETIAS 5 წლის განმავლობაში მოქმედებს.
ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება.
#5
ETIAS-ის განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში მოგზაურებს მის სანაცვლოდ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ.
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურები ვერ შეიტანენ განაცხადს ვიზაზე ETIAS-ის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვიზა და ETIAS არის სხვადასხვა ტიპის ავტორიზაცია, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურთათვის. თუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს არ აქვს ETIAS მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაცია, მას არ ექნება უფლება გადაკვეთოს გარე საზღვრები ევროპის ქვეყნებისა, სადაც ETIAS არის საჭირო. შეიტყვეთ მეტი, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს განაცხადზე უარს მიიღებთ.
#6
ETIAS-ზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ 18-70 წლამდე ასაკის ადამიანებს სჭირდებათ.
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცი. ამასთან, განმცხადებლები, რომლებიც არიან 18 წლამდე ან 70 წელზე მეტი ასაკის, თავისუფლდებიან განაცხადის შეტანის საფასურის – 7 ევროს გადახდისგან. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ETIAS განაცხადის საფასურის შესახებ.
#7
ETIAS-ზე განაცხადის შეტანისას, განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ.
ETIAS სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა საჭირო არ არის. განაცხადის ფორმის შევსებისას მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის მისამართი, საპასპორტო მონაცემები, დასაქმება და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებ. წაიკითხეთ მეტი, თუ რა არის საჭირო ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826