მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის

news image
mbc image

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ტერმინალმა რუსული ნავთობის ნაცვლად ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო, იუწყება The Kyiv Independent-ი ბრიუსელის კორესპონდენტზე კრის პაუერსზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ყულევის ტერმინალმა ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას მისცა საფუძველი, წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ტერმინალის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.

ევროკომისიის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში შპს ბლექ სი პეტროლიუმმა, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა