ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ უწყებების ანგარიშები მოისმინეს
ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს.
სხდომაზე ანგარიშები წარადგინეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე წერეთელმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.
მოხსენებებში საუბარია შესაბამისი კანონების აღსრულების, ასევე მომსახურების სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების, საჩივრებზე რეაგირებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
„მომხმარებლის უფლებათა დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის აღსრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ვინაიდან ეს ის თემაა, რომელიც ეხება ყველას, იქნება ეს პროდუქტის მომხმარებელი თუ ბიზნესის წარმომადგენელი. ამიტომ გასაკვირი არ არის ამ საკითხისადმი ჩვენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ინტერესი", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სხდომაზე.
მისივე თქმით, ეს თემა მრავალი წელი იდგა პარლამენტის დღის წესრიგში, რაც 2022 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი კანონის მიღებით დასრულდა. კანონის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ბაზარზე მომხმარებელი ანუ თითოეული მოქალაქე დაცული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ხოლო კონკურენცია უფრო მეტად ჯანსაღი და სამართლიანი. რკო ახალი კოლექცია
„მრავალწლიანი გამოცდილებით უკვე მივედით იქამდე, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვა დღეს უკვე ხშირ შემთხვევაში ასოცირდება არა იმდენად ახალი საკანონმდებლო პაკეტების მიღებასთან, არამედ არსებული კანონმდებლობების უფრო მეტად დახვეწასთან და არსებული პრაქტიკის უფრო მეტად გაუმჯობესებასთან. რაც შეეხება კონკრეტულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს, სახელმწიფო უწყებებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ მიმართულებით. გვინდა პრაქტიკაში ვნახოთ როგორ მუშაობს ესა თუ ის კანონი და რა შეიძლება კიდევ უფრო
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826