მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან - თამარ იოსელიანი

news image
mbc image
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი".
 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან.
 
თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მთლიანად შუა დერეფნის კონტექსტში.
 
„საუბარია არამხოლოდ პორტზე, არამედ მის სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირებადობაზე და ზოგადად, მთლიანად შუა დერეფანში აღნიშნული ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში სრულმასშტაბიან ოპერირებაში შევიდა, ეს არის სამი ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობის წარმატებული შედეგი და დღეს არის სწორედ შუა დერეფნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
 
ამასთან, თამარ იოსელიანმა ისაუბრა ანაკლიას პორტის ეკონომიკური ეფექტზე, რაც, მისი შეფასებით, არ შემოიფარგლება მხოლოდ საპორტო შემოსავლებით, და მას შეეძლება მოიზიდოს ახალი ინვესტიციები, წარმოება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
 
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა პორტის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
 
„მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ადგილზე ანაკლიაში გაეცნენ,  როგორც არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს, ასევე უშუალოდ ანაკლიის პროექტს და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორივე ორგანიზაციასთან", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას - ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე

13.09.2026.10:45

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - ამის შესახებ ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდება Jan De Nul-ის დამატებით ტექნიკასაც ჩართავს საქმეში. 


„ჩვენი ფლოტის საუკეთესო გემებია საქმეში ჩართული და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დავამატებთ“, - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.

მისივე განმარტებით, ორივე გემი -  Al-Idrisi და Tristao Da Cunha - დღე-ღამეში 70 ათას კუბ/მ ქვიშას ტუმბავს.

„დაღრმავებას წლის ბოლომდე მოვრჩებით. ამინდი ვერ შეგვაფერხებს, ამ გემებს 3 მეტრიან ტალღებშიც შეუძლიათ მუშაობა. უკრაინასა და ირანში ომის შედეგად შუა დერეფნის კონკურენტი ჩრდილო და სამხრეთის მარშრუტები ჩახერგილია. ხოლო ანაკლიის პორტი შუა დერეფნის გამტარობას ახალ ბიძგს მისცემს. ის ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოსული ყველაზე მსხვილი გემების მიღებას შეძლებს. საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა. 

კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა, ერიკ ბეიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული დერეფანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.

„ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა