მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად, მნიშვნელოვანია, კაპიტალის ბაზრის განვითარება - გიორგი ჯახუტაშვილი

news image
mbc image

საქართველოში ევროპული ინვესტიციები მზარდია, - ამის შესახებ იმედის დილაში, რუბრიკის Business Insider Georgia-ს ავტორთან საუბრისას  „კაპიტოლ მენეჯმენტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა. 

„მაგალითისთვის გამოდგება თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ლისტინგი, ჯორჯიან კაპიტალი, რომელიც სხვადასხვა დარგებისთვის ინვესტიციებს იზიდავენ, თუმცა მე გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც საჭიროა ასეთი ტიპის ინვესტიციების მოსაზიდად, ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება და მზა პროექტები. ვინაიდან, ევროპელი ინვესტორები, როგორც ინსტიტუციური, ასევე კერძო, განვითარებული არიან და რისკის დასაზღვევად იყენებენ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს და ნაკლებ განიხილავენ ინდივიდუალურ პროექტებში ინვესტირებას, რაც განსხვავდება  დსთ-ს  ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციებისგან“ - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა. 

რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მისი თქმით, ძალიან კარგია,რომ „აწარმოე საქრთველოს“ ფარგლებში, იწყება ახალი პროექტი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს. 

„ჩემი ორგანიზაცია დღეს საკმაოდ პატარაა და განვითარების დონე შესაბამისი არ აქვს, რომ  მოიზიდოს იმ მასშტაბის ევროპული კაპიტალი, რისი სურვილიც გვაქვს. დღეს, რომ შევხედოთ ინვესტიციების ლოგიკას, ინდივიდუალურ პროექტებში, ინდივიდუალურ პროექტებში სჭარბობს დსთ-ს ინვესტიციები, რადგან იქ უკვე ინვესტორების მხრიდან კაპიტალის ბაზრის ცოდნა ნაკლებია და კაპიტალის დივერსიფიცირებას ასე ახდენენ. ამიტომ პერსპექტივა საკმაოდ დიდი გვაქვს და ამისთვის მომზადება გვჭირდება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს“, - განაცხადა ჯახუტაშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა