ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - კონკურენციის სააგენტო
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართულებით დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა.
კერძოდ, ონკოლოგიური მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს "ეს კა იმპექსის" მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ:
ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.
2023 წელს, უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი („კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლი) დაადგინა.
სხვა სიახლეები
ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მანამდე არსებული რვა წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება - ვახტანგ ლომჯარია
28.05.2026.21:15
ტურიზმს უდიდესი გავლენა აქვს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ. მისი თქმით, თბილისის ტურიზმის სექტორში დინამიკა განსაკუთრებით მაღალია.
„ცხადია, აქტივობა კვარტალურად არის გადანაწილებული და სეზონების მიხედვით განსხვავდება როგორც წესი, ჩვენთანაც ისეთივე გლობალური ტენდენციები მეორდება, როგორიც მთელ მსოფლიოშია. თუმცა, დინამიკა შთამბეჭდავია: თუ მაგალითად, 2010 წელს თბილისში სასტუმრო ნომრების რაოდენობა სულ რაღაც 3 300-მდე იყო, გასულ წელს ამ ციფრმა 15 000-ს გადააჭარბა. ამასთანავე, წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება მაღალი კლასის, ლუქს კატეგორიის ნომრების წილიც.
ტურიზმს უდიდესი გავლენა აქვს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ სექტორს სწრაფი შემოსავლების გენერირება ახასიათებს, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოსახლეობას სიღარიბიდან სწრაფად თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ამავდროულად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დარგი - გლობალური თუ რეგიონული კრიზისების დროს, პირველი დარტყმა, როგორც წესი, სწორედ სტუმარმასპინძლობის სფეროზე მოდის.
მიუხედავად ამისა, თბილისი ტურიზმის მიმართულებით ძალიან ძლიერი ქალაქია - ეს არის სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მოგზაურებს მოკლევადიანი ვიზიტებისთვის პირველ რიგში ახსენდებათ. დინამიკა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ფაქტობრივად მანამდე არსებული რვა წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ეს ყველაფერი უზომოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს დარგი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. ჩვენ ვიცით, რომ კრიზისის დროს ტურიზმი ეკონომიკურ ციკლებს ვერ უსხლტება და ეს ფაქტორი სტრატეგიულად ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ“, - აცხადებს ლომჯარია.