მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული სპეციალობისა და სამუშაოს შეუსაბამობა - IMF

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას ,,უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება, ამასთან  შეზღუდულია პროდუქტიული სამუშაო ადგილების რაოდენობა, არსებობს შეუსაბამობა ბაზარზე საჭირო უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის.

,,საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები”, - წერს IMF-ი.

,,უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად”, - აღნიშნავს IMF-ი.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტ, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.

,,2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა”, - აღნიშნულია IMF-ის კლვევაში.

ანგარიშის თანახმად, დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT) და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვებისა და მშენებლობის სფეროებში. კომპანიების დონეზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული ბიზნესების დაახლოებით 8% უცხოელ მუშაკებს ასაქმებს, რაც მთლიან დასაქმებაში დაახლოებით 2%-იან წილს შეადგენს. ეს ნაწილობრივ ადგილობრივი კვალიფიციური კადრების დეფიციტითაა განპირობებული, განსაკუთრებით პროფესიულ პოზიციებზე. ამასთან, იზრდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც უცხოელი თანამშრომლების დასაქმების მთავარ მიზეზად შედარებით დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.

IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს. უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.

უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა

პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოება;
პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის გაძლიერება;
დამსაქმებლების მონაწილეობით სასწავლო პროგრამების, სტაჟირებებისა და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების გაფართოება;
დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუტების, მათ შორის საჯარო დასაქმების სერვისებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის გაუმჯობესება.

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება

სოციალური დახმარებების მოცულობის შემდგომ გაზრდამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს მათი გავლენა შრომის ბაზარზე და გაძლიერდეს კავშირი სოციალურ მხარდაჭერასა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებს შორის, როგორიცაა პროფესიული გადამზადება, სამუშაოს ძიების მხარდაჭერა და კარიერული კონსულტირება.

დამატებითი ზომები, განსაკუთრებით ქალების ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, შეიძლება მოიცავდეს:

ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის სერვისების გაფართოებას;
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
მოქნილი სამუშაო პირობების დანერგვის ხელშეწყობას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა