მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

ფასების სტატისტიკა და სოციალური მიმართულება - საქსტატი ახალ პორტალს ამზადებს

news image
mbc image

საქსტატი მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს რამდენიმე ახალ ინტერაქტიულ პლატფორმას შესთავაზებს. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ფასების სტატისტიკის ინტერაქტიული პორტალი იქნება, ასევე იგეგმება სოციალური სტატისტიკის მიმართულებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი პლატფორმის შექმნა.

„ჩვენ წლის განმავლობაში აუცილებლად შევთავაზებთ, დაპირების შესაბამისად მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე ინტერაქტიულ პორტალს. პირველი ერთ-ერთი ალბათ იქნება ფასების სტატისტიკასთან დაკავშირებული ინტერაქტიული პლატფორმა და ასევე ვგეგმავთ სოციალური სტატისტიკის მიმართულებით უფრო ყოვლისმომცველი ინტერაქტიული პლატფორმის შემუშავებას და საზოგადოებისთვის შეთავაზებას“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, უწყება გეგმავს არსებული ინტერაქტიული პლატფორმების გაფართოებას, რათა მომხმარებლებს მონაცემების უფრო ფართო ანალიზის შესაძლებლობა მიეცეთ. მისი თქმით, პერსონალური ინფლაციის კალკულატორისა და ფასების კალეიდოსკოპის გარდა, იგეგმება პლატფორმაზე საშუალო ფასების მაჩვენებლების დამატებაც, მათ შორის სამომხმარებლო კალათაში შემავალი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი პლატფორმა გვაქვს, მოგეხსენებათ გვაქვს მაგალითად პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გვაქვს ფასების კალეიდოსკოპი, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ანალიზის შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებლებს და მათ შორის საშუალო ფასების მაჩვენებლები დავიტანოთ აღნიშნულ პლატფორმაზე. რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც არის მაგალითად შეგროვებული სამომხმარებლო კალათაში არსებული სასაქონლო ჯგუფების შესახებ“, - აცხადებს თოდრაძე,

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის $751 მლნ ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს $372 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო

10.06.2026.14:36

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

„აღნიშნული თანხა ნაწილია პროექტისა, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი აშშ დოლარის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონი აშშ დოლარის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია. 

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით.

აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა