მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია მომავალ კვირაში შეხვდება მწარმოებლებს - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია დღეს შეხვდება დისტრიბუტორებს, ორშაბათს მწარმოებლებს, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებს და ბოლოს [საწვავის იმპორტიორებს] ნავთობკომპანიებს, - ამის შესახებ გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

„ფასების საკითხი აქტუალური არის ალბათ იმ დღიდან, რაც დამოუკიდებელი არის ჩვენი ქვეყანა და ყოველთვის მაღალი იყო ფასები საქართველოში ევროპულ ფასებთან მიმართებაში. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პროდუქციას, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში - იდენტურ პროდუქტებზე გვაქვს საუბარი.

გუშინ, როგორც აღნიშნეთ, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვიუ და მან აღნიშნა, რომ მაგალითად ერთი კონკრეტული პროდუქტი ერთი და იგივე სუპერმარკეტების ქსელში, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, თითქმის სამჯერ აღემატება ევროპულ ფასს ქართული ფასი. ეს ვერ აიხსნება ვერანაირი ლოგიკით. სულ რომ ის ბრინჯი თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს - არანაირი ლოგიკით.

ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86% არის ფასნამატი - სადღაც 150%-ია, სადღაც 70%. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისიის ფარგლებში ის ჯაჭვი ფასწარმოქმნის, ფასნამატის ზუსტად გამოვიკვლიოთ და ეს ინფორმაცია საზოგადოებას ძალიან გამჭვირვალედ მივაწოდოთ - იმ პირველად აუცილებელ პროდუქტებზე რატომ არის გარკვეული ფასნამატები და რა საკვირველია ყველა ის ბერკეტი შემდგომ გამოვიყენოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ფასებმა დაიწიოს, 

სამწუხაროდ ქვეყანაში გამოჩდნენ  მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. თუმცა ალბათ არგუმენტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა დაიწყოს და აქ მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე არ არის საუბარი - აქ არის მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მანდატი ვრცელდება მათზეც. დღეს გვექნება დისტრიბუტორებთან შეხვედრა კომისიის ფორმატში, ორშაბათს მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს საწვავთან. სქემა ყველგან ერთია და მარტივი იქნება, როგორც მედიკამენტების ისე საწვავის შემთხვევაში - ანალოგიურად შეგვიძლია ვიმუშაოთ. მეთოდი იგივე იქნება. და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა