მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.

მემორანდუმის მიზანია ფინანსური მომსახურების გარკვეულ სფეროებში ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა (AIFC) და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის ორმხრივი წვდომის ხელშეწყობა. შეთანხმება ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას.

მემორანდუმის ფარგლებში, AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. ამასთან, სრულად იქნება გათვალისწინებული თითოეული იურისდიქციის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.

ახალი ჩარჩო ასევე ითვალისწინებს ორ მარეგულირებელ ორგანოს შორის საზედამხედველო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ბაზრებზე წვდომის გაფართოებას შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმების პირობებში.

„მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ფინანსურ მომსახურებებზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობა და მარეგულირებელი და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორივე იურისდიქციის ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნებს შორის ინვესტიციების ზრდას. ჩვენს ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი ფართო რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგრადი განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

„რეგიონული ფინანსური ინტეგრაცია რეალურ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც მარეგულირებელი თანამშრომლობა ბაზრის მონაწილეებისთვის პრაქტიკულ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული ეს შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიზნად ვისახავთ ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და საფუძვლის ჩაყრას იმისთვის, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია საერთაშორისო კაპიტალისთვის უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ და მიმზიდველ საინვესტიციო სივრცედ ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.

შეთანხმება ეფუძნება AFSA-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად 2018 წელს გააფორმეს, რომელმაც მარეგულირებელი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ჩარჩო შექმნა.

ახალი მემორანდუმი აღნიშნული თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და ზოგადი მარეგულირებელი თანამშრომლობიდან AIFC-სა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ მექანიზმებზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე - „ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციამდე: რეგიონული თანამშრომლობა უფრო ძლიერი ფინანსური ბაზრებისთვის“ - შედგა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა პარტნიორი იურისდიქციების ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი თანამშრომლობის, ბაზრების ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისა და ფინანსური ინტეგრაციის პრაქტიკული მიდგომები განიხილეს

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

10.09.2026.10:33

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა