Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4,25-4,50 პროცენტამდე შეამცირა.
ფედერალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ. ბეთ ჰამაკი განაკვეთის წინა დონეზე შენარჩუნების მომხრე იყო და აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.
ირკვევა, რომ ფედერალური ფონდების განაკვეთის მიზნობრივი დიაპაზონის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება ბანკების მიზნობრივი მაჩვენებლების მხარდასაჭერად გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს ზედიზედ 3 შეხვედრაა ამცირებს.
2020 წლის მარტში Fed-მა შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 0-0,25 პროცენტამდე და შეამსუბუქა მონეტარული პოლიტიკა ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების ეკონომიკური ზემოქმედების ფონზე.
Fed-მა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთების აწევა 2022 წელს აქტივების შესყიდვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში მზარდი ინფლაციის ფონზე დაიწყო, 2022 წლის მარტიდან საპროცენტო განაკვეთი 11-ჯერ, სულ 525 საბაზისო პუნქტით გაზარდა. ამ ზრდების შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5,25-5,50 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2001 წლის შემდეგ.
Fed-მა ბოლოს განაკვეთები 2023 წლის ივლისში 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შემდეგაც საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დარჩა ზედიზედ 8 შეხვედრისთვის.
სექტემბერში Fed-მა 4 წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა, ნოემბერში კი 25 საბაზისო პუნქტით. ბოლო გადაწყვეტილებით ბანკი ზედიზედ 3 შეხვედრაა ამცირებდა საპროცენტო განაკვეთებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826