FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა - გადაწყვეტილების დეტალები
FED-მა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა პოლიტიკის გადაწყვეტილებაში აღნიშნა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთება.
„ინფლაცია მაღალია, ნაწილობრივ გლობალური ენერგომატარებლების ფასების ბოლო ზრდის გამო,“ - აღნიშნა FED-მა მონეტარული პოლიტიკის განცხადებაში.
გადაწყვეტილება, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის 3.50-3.75%-ის დიაპაზონში დატოვებას მოიაზრებს.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ზრდის ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ გაურკვევლობის მაღალ დონეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მიღებული გადაწყვეტილება ასახავს სხვადასხვაობის აზრთა ფართო სპექტრს, რომლის პირობებშიც, სავარაუდოდ, მომავალში მოუწევს მოქმედება ფედის სავარაუდო თავმჯდომარეს.
„ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ, რათა ეკონომიკური პერსპექტივისა და რისკების ბალანსის საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკის განაკვეთის დამატებითი ცვლილებების მასშტაბი და დრო.“ - ფედის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯერომ პაუელმა განაცხადა. მან ასევე დაამატა: „მონეტარული პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრულ კურსზე არ არის დამოკიდებული და გადაწყვეტილებებს თითოეული შეხვედრის მიხედვით მივიღებთ.“
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826