ფერმერთა რეესტრი და ციფრული მონაცემთა ბაზები უკეთეს საფუძველს შექმნის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისთვის, საბანკო შეფასებისა და კერძო საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა” აქვეყნებს.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა, გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ, შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მოქმედი მოდელის ფარგლებში, ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს, რის შემდეგაც ერიცხება გრანტი (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 ან 24 თვეში). ამასთან, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე (8.25% ივლ-26) გადავიდა და პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამან შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
03.08.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0239 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6249 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6249 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6259 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0239 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0206 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.