ფეროშენადნობების ექსპორტი 128%-ითაა გაზრდილი - TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტალურგიული წარმოების ნახევარპროდუქტებს ყიდის
ფეროშენადნობების ექსპორტი 128%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 310,506.25 ათასი დოლარის ღირებულების 270,424.00 ტონა ფეროშენადნობების გაიტანა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 118,834.39 ტონა.
ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი დღეს თურქეთია, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების 47%-ი ხვდება.
TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობებს ყიდის:
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ფეროშენადნობების ექსპორტი მეტ-ნაკლებად მზარდ ტრენდზე იყო, თუმცა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა და ექსპორტი 31%-იანი კლება აჩვენა. თუმცა 2024 წელს სტატისტიკა მზარდია და 10 თვის მაჩვენებლები 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს უკვე აჭარბებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826