ფეროშენადნობების ექსპორტი 15%-იანი ზრდას აჩვენებს
ფეროშენადნობების ექსპორტი 15%-იანი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 79,325.95 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69,020.95 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტირებული ფეროშენადნობების ღირებულებას, 2024 წლის 4 თვეში ქვეყანამ უცხოურ ბაზრებზე ფეროშენადნობების რეალიზაციიდან 82,392.86 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელზედაც მთლიანი ექსპორტის 34%-ი მოდის. მეორე ადგილზე აშშ-ია, რომლის წილიც მთიანად ამ პროდუქციის ექსპორტში 22%-ია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა:
საგულისხმოა, რომ ფეროშენადნობების ექსპორტმა რეკორდს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაყიდა და საიდანაც 477,432.79 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სხვა სიახლეები
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი
06.07.2026.20:28
"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.