მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფეროშენადნობების ექსპორტი მცირდება

news image
mbc image

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ფეროშენადნობებს 2,7%-ი უკავია. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით კლებაა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 148,353.04 ათასი დოლარის ღირებულების 123,632.84 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 454,839.01 ათასი დოლარის ღირებულების 224,732.11 ტონა ფეროშენადნობები.

რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის 11 თვეში ფეროშენადნობები ექსპორტი ღირებულებით ჭრილში 67%-იანი კლებაა, ხოლო მოცულობის მხრივ 45%-იანი.

აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდული 2021 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 477,432.79 ათასი დოლარის 299,384.71 ტონა  ფეროშენადნობები მიაწოდა მსოფლიო ბაზარს.

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოსთვის  ფეროშენადნობების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, სადაც მიმდინარე წელს 41,024.28 ტონა ფეროშენადნობები გადაიზიდა, რაც ამ ნედლეულის მთლიანი ექსპორტის 33%-ია.

TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველო ფეროშენადნობებს ყიდის:

  • აშშ - 41,024.28 ტონა - 51,790.45 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 36,568.39 ტონა - 45,999.21 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 28,132.71 ტონა - 30,681.62 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 5,393.11 ტონა - 6,541.59 ათასი დოლარი,
  • ალჟირი - 5,250.00 ტონა - 5,827.50 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა