მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში - ირაკლი გაბრიაძე

news image
mbc image

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას მისმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, კორპორაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, მისი თქმით, კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა.

„მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზარდოს და მსხვილი სტრატეგიული, სტრატეგიული ობიექტები აშენდეს. სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამებით 16 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას წავახალისებთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით 7 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას შევუწყობთ ხელს", - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

ამასთან, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილია 2000 ექსპორტიორის მხარდაჭერა, რაც, მისი შეფასებით, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 2500 ექსპორტიორია.

„მხარს დავუჭერთ ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით 16 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება კერძო საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა, ისეთი აქტივების, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯამურად აღნიშნული წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში", - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი

20.10.2026.20:56

მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.

პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა