მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Natixis"-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ბანკ „Natixis"-ის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, ვინსენტ კარისთან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, მიჰაი მოსნიანუსთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ზოგადი მაკროეკონომიკური, ფისკალური პარამეტრები, ასევე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების საკითხები.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

„Natixis" წამყვანი ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია და ოპერირებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრების მომსახურების მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Natixis"-ის წარმომადგენლებს შეხვდა

17.11.2026.15:02

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ბანკ „Natixis"-ის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, ვინსენტ კარისთან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, მიჰაი მოსნიანუსთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ზოგადი მაკროეკონომიკური, ფისკალური პარამეტრები, ასევე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების საკითხები.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

„Natixis" წამყვანი ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია და ოპერირებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრების მომსახურების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა