მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა

news image
mbc image

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2027 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიულ დაშვებებზეა გაკეთებული და 5.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგნოზი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 161.0 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევა - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გასულ წელს ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, მშპ-ის 2,9 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ გაუმჯობესება მშპ-ის 2,4 პროცენტამდე, ხოლო 2027 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2.6 პროცენტს შეადგენს.

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027-2030 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 31.1 პროცენტს შეადგენს, რაც ვალის უსაფრთხო ნიშნულია.

2027 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს

11.11.2026.13:01

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა ძირითადად შემდეგ პროგრამებს უკავშირდება:

• მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით;

ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი;

70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი;

• ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს;

• ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა;

• სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს;

• მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი;

• დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა