მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

news image
mbc image

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.

მემორანდუმის თანახმად, სამინისტროები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: საჯარო ფინანსების მართვა; ბიუჯეტის დაგეგმვა; საგადასახადო პოლიტიკა; ფინანსური და საბიუჯეტო ანგარიშგება; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; სახელმწიფო ვალის მართვა და სხვა.

თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაცვლასა და საკონსულტაციო დახმარებას.

დღესვე მინისტრებმა გააფორმეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.

დოკუმენტი არეგულირებს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ადმინისტრაციული დახმარების გაწევის, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების, ასევე, საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა - სტატისტიკა

08.09.2026.19:00

მეორე კვარტალში შიდა მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვნურ ინტელექტში ბიზნესინვესტიციების მატებამ განაპირობა. თუმცა, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე ხდება, რაც სავაჭრო დეფიციტის გაფართოებას უწყობს ხელს.

ივლისში იმპორტი 2.8%-ით გაიზარდა და 399.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქონლის იმპორტი 3.7%-ით, 320.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კაპიტალური საქონლის იმპორტი 14.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ 140.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, სამრეწველო მარაგებისა და მასალების, მათ შორის ნავთობის, იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარით შემცირდა. ნედლი ნავთობის იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ფასების კლებას უკავშირდება.

ექსპორტი 2.1%-ით შემცირდა და 310.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქონლის ექსპორტი 3.0%-ით, 201.0 მილიარდ დოლარამდე დაეცა. შემცირება ძირითადად სამრეწველო მარაგებისა და მასალების ექსპორტის 8.7 მილიარდი დოლარით კლებამ განაპირობა, რაც უმეტესწილად ნედლ ნავთობსა და არამონეტარულ ოქროს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებისას არ ითვალისწინება. თუმცა, კაპიტალური საქონლის ექსპორტი 1.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სამომხმარებლო საქონლის ექსპორტი კი 1.7 მილიარდი დოლარით მოიმატა, რაც ფარმაცევტული პრეპარატების ექსპორტის ზრდამ განაპირობა.

ივლისში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 17.3%-ით გაიზარდა და 119.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინებით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 12.7%-ით გაიზარდა და 106.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. აპრილ-ივნისის კვარტალში ვაჭრობამ მშპ-ის ზრდას 1.14 პროცენტული პუნქტი დააკლო. გასულ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა წლიურ ჭრილში 1.5%-ით გაიზარდა.

ივლისში მომსახურების იმპორტი 0.6 მილიარდი დოლარით შემცირდა და 78.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის გადახდილი საფასურის შემცირებამ განაპირობა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი შემცირდა, თუმცა სამოგზაურო მომსახურების იმპორტი გაიზარდა. მომსახურების ექსპორტი 0.4 მილიარდი დოლარით, 109.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სამოგზაურო, ფინანსური და სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის კლებას უკავშირდება. ამასთან, გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ბიზნესმომსახურების ექსპორტი.

იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფების მიუხედავად, ივლისში აშშ-მა საქონლით ვაჭრობის რეკორდული დეფიციტი დააფიქსირა მექსიკასთან, ვიეტნამთან, ტაივანთან, ტაილანდთან, სამხრეთ კორეასა და მალაიზიასთან.

შვეიცარიასთან საქონლით ვაჭრობის ბალანსი დეფიციტური გახდა, ხოლო კანადასთან სავაჭრო დეფიციტი ივლისში 3.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა