მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის თემაზე საერთაშორისო სემინარი გამართა, რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ცენტრალური ბანკების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ხომერიკმა. 

„მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს  და  ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას ტექნიკური დახმარების, კონსულტაციებისა თუ ტრენინგების გზით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მოთხოვნადია საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები, მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ფინანსური და ეკონომიკური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირებას, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებს, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებას, მათ შორის მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებს მონაწილეები გაეცნენ ფინანსური განათლების რესურსებს, ინიციატივებსა და თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, სკოლებში ფინანსური განათლების პრაქტიკას, ასევე პროფესიული სწავლების პროგრამებსა და ონლაინ სასწავლო პლატფორმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ინსტიტუტების პასუხისმგებლიან საქმიანობას, ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას, ხელშეკრულების პირობებს, მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული ქეისები განიხილეს, ჯგუფური მუშაობის შედეგად გამოავლინეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაძლო პრობლემები და იმსჯელეს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

მონაწილეები ასევე გაეცნენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობასა და სებ-ის როლს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა დაცვის კუთხით.

შეხვედრა, რომლის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება იყო, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში

27.11.2026.18:15

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა