მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა - არჩილ მესტვირიშვილი

news image
mbc image

პარლამენტში ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უსმენენ

„ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი გამოიყენება.

მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება შეზღუდოს, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

2022 წლის ბოლოსთვის საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე, ეკონომიკური ზრდა კი მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა, ასევე, გაუმჯობესდა ბანკების ფინანსური მაჩვენებლები, ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა კაპიტალის ბუფერები დააგროვოს, რათა მათი სტრესულ პერიოდებში გამოყენება შეძლოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. ეროვნული ბანკის მიერ პანდემიამდე გატარებული მაკროპრუდენციული და მიკროპრუდენციული ზომებისა და პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემუშავებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა და ეკონომიკის დაკრედიტება წარმატებით განაგრძო.

ფინანსური სექტორის მზაობას, ასევე, ხელი შეუწყო ბანკების აქტივების ხარისხის მდგრადობამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კრიზისამდელ პერიოდში შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შეიტანა. გატარებული ღონისძიებების ფონზე ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს,“ - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა