მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის  ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნებს და ექსპორტის ტენდენციებს.
ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკით განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, ჩრდილოეთ ევროპის ბაზრებზე მუშაობა რამდენიმე წელია დაიწყო. ბაზრების კვლევამ აჩვენა, რომ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნული ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის რეალური შესაძლებლობები არსებობს.  ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  შვედეთში, დანიასა და ისლანდიაში  რამდენიმე ღონისძიება უკვე გაიმართა. ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე უკვე ჰელსინკშიც გვქონდა საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება. ვითანამშრომლეთ კომპანია „Wine Server“ მფლობელთან, ტომი ნაარვალასთან. მისი ორგანიზაციული მხარდაჭერით  გაიმართება ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 40-ზე მეტ სტუმარს შორის იყვნენ ჰელსინკში არსებული ქართული რესტორნების მფლობელებიც, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა აუცილებელია ცნობადობის გაზრდა, რაშიც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით ტყემალაძემ.
ჰელსინკში პირველი ქართული ღვინის ბარის მფლობელმა ლიკა მამუკაშვილმა ფინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა. 
„ინტერესი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ გამოფენებში. ყველაზე კარგი არის ის, რომ ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ახალია, მოსწონთ, და ინტერესდებიან. ასე რომ, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივართ“, - აღნიშნა ქართული ღვინის ბარის მფლობელმა.
ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ლევან მაჭავარიანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის წარმოება და მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებების განხორციელება, რაშიც ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა