მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Fitch-მა „იშბანკ საქართველოს“ 'B+' საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით

news image
mbc image

Fitch-მა „იშბანკ საქართველოს“ 'B+' საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ Isbank Turkiye-ს შვილობილი ბანკის მხარდაჭერის მაღალი მზაობა აქვს, რაც განპირობებულია მისი სრული საკუთრებით, საერთო ბრენდით, შვილობილ ბანკთან ინტეგრაციის მაღალი დონითა და იმ ფაქტით, რომ „იშბანკ საქართველოს“ მცირე ზომიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის ღირებულება ბანკისთვის დაბალია. თუმცა, მხარდაჭერის შესაძლებლობა თავად Isbank Turkiye-ს გრძელვადიანი უცხოურ ვალუტაში ემიტენტის დეფოლტის 'BB-' რეიტინგითაა შეზღუდული.

„იშბანკ საქართველოს“ რეიტინგი Isbank Turkiye-ს რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალია, რაც ასახავს იმას, რომ ბანკი ოპერირებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან, თუმცა ჯგუფისთვის შედარებით მცირე ბაზარზე. სააგენტოს შეფასებით, „იშბანკ საქართველოს“ შესაძლო გასხვისება ძირითადი ჯგუფის ბიზნესპოზიციას არსებითად არ შეცვლის.

,,იშბანკ საქართველო" მცირე ზომის ბანკია - 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს მისი აქტივები 230 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ შვილობილი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საკრედიტო პორტფელის უმეტესი ნაწილის დამტკიცებაში", - წერს Fitch.

Fitch-ის თქმით, ,,იშბანკ საქართველოს" ბანკს ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით უფრო კონსერვატიული რისკის პროფილი აქვს. იშბანკ საქართველო ძირითადად მოკლევადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს უმსხვილესი კომპანიებისა და საქართველოში მოქმედი თურქული ბიზნესებისთვის. ბანკის ექსპოზიცია ციკლური სექტორების მიმართ, როგორიცაა მიმდინარე სამშენებლო პროექტები, უძრავი ქონება და სტუმარმასპინძლობა, შეზღუდულია - 2025 წლის ბოლოს ამ სექტორებზე მოდიოდა სესხების მხოლოდ 8%. ასევე, საცალო დაკრედიტების წილი დაბალია. სესხების დოლარიზაცია 2025 წლის ბოლოს 59% იყო, რაც კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებით სექტორის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება.

,,ბანკის საკრედიტო რისკი ძირითადად უკავშირდება სესხების მაღალ კონცენტრაციასა და დოლარიზაციას (2025 წლის ბოლოს სესხები აქტივების 52%-ს შეადგენდა), ასევე ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების პორტფელს (13%). ხუთ უმსხვილეს მსესხებელზე მოდიოდა მთლიანი სასესხო პორტფელის 36%. მიუხედავად ამისა, კონსერვატიული საკრედიტო პოლიტიკის წყალობით ბანკი წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტივების მაღალ ხარისხს", - აღნიშნავს Fitch-ი.

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის თანახმად, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 26.3% იყო. ამასთან, ბანკის დაფინანსების ძირითადი წყაროებია კლიენტების დეპოზიტები (2025 წლის ბოლოს ვალდებულებების 59%). 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა