მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გააუმჯობესა

news image
mbc image

15 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი 'BB'  დონეზე დაადასტურა სტაბილური პერსპექტივით. 

,,საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც ძლიერი დარჩა, მას შემდეგ რაც 2023–2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ს ოდნავ აღემატებოდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების სექტორები იყო", - წერს Fitch-ი.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, დასაქმების ზომიერი ზრდა შრომის ბაზარზე არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ Fitch-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ბოლო განახლებისას (21 ნოემბერი, 2025) საქართველოში 2026 წელს 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო 15 მაისის განახლების თანახმად, აღნიშნული პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა სარეიტინგო სააგენტოს მიერ და 6.5%-მდე გაუმჯობესდა.  

,,მოთხოვნის მხარეს თუ შევაფასებთ, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალანსებულია - ინვესტიციები აქტიურად იზრდება, შინამეურნეობების მოხმარების ზრდა რეალური განკარგვადი შემოსავლების მატებას შეესაბამება, ხოლო წმინდა ექსპორტსაც ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეაქვს. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მცირედი შენელება და რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით 6.5%-ის ფარგლებში დაფიქსირება, თუმცა პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი მაინც აღემატება 'BB'  კატეგორიის ქვეყნების მედიანურ დონეს, მიუხედავად მზარდი საგარეო გამოწვევებისა. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მთავრობის მიერ შეფასებულ დაახლოებით 5%-იან ნიშნულს დაუახლოვდეს", - აღნიშნულია ანგარიშში.

Fitch-ის თანახმად, აპრილში ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა ზრდამ. ამასთან, სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ ინფლაცია შემდგომ პერიოდში ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

,,საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ძლიერ ფისკალურ შედეგებს, რასაც გამჭვირვალე და სანდო ფისკალური ჩარჩო განაპირობებს. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 1.4% შეადგინა, ხოლო მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ის 35%-ზე ნაკლები იყო. ძლიერი ეკონომიკური ზრდა საგადასახადო შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს, ხოლო მთავრობა ხარჯების კონტროლს ეფექტიანად ახორციელებს", - წერს Fitch-ი.

სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ბანკის მზარდ რეზერვების მოცულობას და წერს, 2026 წლის აპრილში რეზერვები 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. Fitch-ის განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გამყარების ფაქტორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა მისცა. 

Fitch-ი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბანკო სექტორის სიმყარეს, არსებულ ჯანსაღ მაცჩვენებლებს. ,,ძლიერი შიდა ეკონომიკური პირობები კვლავაც ხელს უწყობს საქართველოს საბანკო სექტორის მყარ მაჩვენებლებს. სექტორი მომგებიანია, ხასიათდება ძლიერი კაპიტალიზაციით და აქტივების სტაბილური ხარისხით", - აღნიშნულია ანგარიშში. 

ცნობისთვის, Fitch-ი მორიგ ანგარიშს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივლისში ინდოეთის ნავთობის იმპორტში რუსეთის წილი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

18.08.2026.19:00

ივლისში ინდოეთის ნავთობის იმპორტში რუსეთის წილი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 

ინდოეთის დამოკიდებულებამ რუსულ ნავთობზე ივლისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სავაჭრო წყაროების მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებულმა ნავთობმა მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ნავთობის იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყნის მთლიანი იმპორტის 50.83% შეადგინა.

მონაცემების მიხედვით, ივლისში ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.4%-ით გაიზარდა, თუმცა ივნისის რეკორდულ მაჩვენებელთან დღეში 2.6 მილიონ ბარელთან შედარებით 4.8%-ით შემცირდა.

თუმცა, მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულმა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებებმა ინდოელ გადამმუშავებლებს რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელება აიძულა. ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების პერსპექტივა გაურკვეველია მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა მიმდინარე თვეში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული ნავთობის მყიდველებისთვის 100%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჯერ არ დაუმტკიცებია.

მონაცემების მიხედვით, აპრილში დაწყებული ფინანსური წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ინდოეთის ნედლი ნავთობის იმპორტში რუსეთის წილმა რეკორდულ 43.25%-ს მიაღწია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა