მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა - ეკატერინე მიქაბაძე

news image
mbc image

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე" გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.

Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.

Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.

Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა - ეკატერინე მიქაბაძე

31.10.2026.12:28

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე" გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.

Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.

Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.

Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა