მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Fitch, S&P, Moodys’ დასკვნები და შეფასებები გვაქვს, რომ ურთულესი პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე დავძლიეთ - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

სერიოზული და ავტორიტეტული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა Fitch, S&P, Moodys’ დასკვნები და შეფასებები გვაქვს, რომ ურთულესი პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე დავძლიეთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს ზრდა - 2021 და 2022 წლებში ორნიშნა, ხოლო ამ წლის მაჩვენებლებით ასევე მაღალი ზრდა - 7.2%-იანი აქტივობით, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და უახლოეს მომავალში დასაქმების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად შემცირდება. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანას აქვს დადებითი ტენდენცია ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ამ მაჩვენებლებზე გაჩერებას, ვინაიდან უფრო მეტი მოთხოვნაა როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც.

„წინსვლა და პროგრესი არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ გამოწვევებს, ვერ ვაფასებთ და ვერ ვხედავთ არსებული ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებებს. პირიქით, ყველას კარგად გვესმის ყველა გამოწვევის არსიც და მათი გადაჭრის თუ პრობლემებთან გამკლავების სწორი გზაც დასახულია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა უფრო მეტი სტრუქტურული რეფორმა, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაცია და ვაჭრობის ხარისხობრივი გაძლიერება.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტზე გაამახვილა.

„რუსეთის აგრესიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა, მათ შორის, უპირველესად ენერგეტიკულმა ომმა, დაგვანახა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტს არ აქვს ალტერნატივა. კომიტეტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზეც და უახლოეს მომავალში ფართო მსჯელობისთვის წარმოადგენს მას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და განვითარების საკითხსაც შეეხო.

„გვაქვს წინადადება და შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით უწყებათშორისი სპეციალიზებული კომისია შეიქმნას, რათა ჩამოყალიბდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბევრ ქვეყანას უკვე გააჩნია შესაბამისი სტრატეგია და ამ შემთხვევაშიც ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს პროცესებს და უნდა იყოს მოწინავე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა