მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.6
0.0284
flag
AZN 1.5441
0.0052
flag
CNY 39.047
0.0127
flag
EUR 3.0424
0.0091
flag
GBP 3.5527
0.012
flag
KZT 57.3
0.0063
flag
TRY 0.0544
0.0002
flag
USD 2.625
0.0094
news banner

გალტ & თაგარტი ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება

news image
mbc image

Galt & Taggart-ი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.

,,მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის ივლისში წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რეზერვების ზრდა ძირითადად სავალუტო სახსრების ძლიერი შემოდინებით იყო განპირობებული, რამაც სებ-ს 2026 წლის პირველ შვიდ თვეში 2.6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც - სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ARA-ის მაჩვენებელმა 118.7% შეადგინა. ველოდებით, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდება და 2026 წლის ბოლოსთვის რეზერვები დაახლოებით 8.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ეს წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც 7.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, გაზრდილი პროგნოზია,” - წერს Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ი ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება.

,,2026 წლის 29 ივლისს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე დატოვა. სებ-ის მონაცემებით, ივნისში ინფლაციის 5.8%-მდე ზრდა ძირითადად ენერგომატარებლების ფასებით იყო განპირობებული, მაშინ როცა საბაზისო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩებოდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალი პროდუქტიულობის მომსახურების სექტორები იყო, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ზღუდავდა.

შესაბამისად, მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება არ არსებობდა, თუმცა მიანიშნა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ამასთან, სებ-ს მზადყოფნა აქვს, პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს, თუ ინფლაციის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები გაძლიერდება.

ველოდებით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება - საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime

02.09.2026.15:23

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.

„მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას, მიიღოს დიდი ზომის საკონტეინერო გემები და შექმნის დამატებით სიმძლავრეებს მშრალი და ნაყარი ტვირთებისათვის. Jan De Nul-ში აღნიშნავენ, რომ პორტი წაახალისებს შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვების გავლით გადის და რუსეთის ჩრდილოეთ მარშრუტისა თუ სუეცის არხის სამხრეთ მარშრუტის ალტერნატივად განიხილება“, - აღნიშნულია სტატიაში. 

Baird Maritime-ის ცნობით, Jan De Nul-ის Tristão da Cunha და Al-Idrisi შესასვლელ არხს 17,5 მეტრამდე აღრმავებენ, რაც პორტს საშუალებას მისცემს, დიდი ზომის Panamax-ისა და Post-Panamax-ის ტიპის გემები მიიღოს.

სამუშაოები ასევე მოიცავს მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობას, რაც ამ დიდ ხომალდებს პორტის აკვატორიაში უსაფრთხო მანევრირებისთვის საკმარის სივრცეს მისცემს.

ადგილობრივ კომპანია Prime Concrete-თან ერთობლივი საწარმოს (Joint Venture) ფარგლებში, Jan De Nul პორტში 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხელს ააშენებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა