მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა - გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე | Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის II კვარტლის მიმოხილვა" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.

,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 13.4%-ით 2,200 ბინამდე გაიზარდა (+11.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 5.3%-ით 1,968 ბინამდე შემცირდა (+7.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).

• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშნველოვნად 35.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში +47.9% წ/წ.

2026 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს", - წერს Galt & Taggart-ი.

დოკუმენტის თანახმად, ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Georgia Capital-მა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაიწყო - დეტალები

17.08.2026.08:30

Georgia Capital-ი აცხადებს, რომ გამოცხადებული 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, კომპანიამ ახალი, 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაიწყო. პროგრამა 6-დან 9 თვემდე პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს. აქციების შესყიდვა ღია ბაზარზე განხორციელდება, ხოლო სახაზინო აქციების გაუქმება ყოველკვირეულად მოხდება. აქციების გამოსყიდვის მიზანია კომპანიის სააქციო კაპიტალის შემცირება.

პროგრამა წარმოადგენს კომპანიის მიერ 2026 წლის 4 აგვისტოს გამოცხადებული 1 მილიარდი ლარის მოცულობის კაპიტალის განაწილების პროგრამის პირველ ეტაპს. აღნიშნული პროგრამა 2029 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ითვალისწინებს კაპიტალის აქციონერებისთვის დაბრუნებას აქციების გამოსყიდვის, ხოლო პოტენციურად - დივიდენდების სახით, ასევე ბიზნესში ინვესტირებას საქართველოში და სომხეთში.

კომპანია აქციების გამოსყიდვის ნებისმიერი ოპერაციის დასრულების შემდეგ, შესაბამის ინფორმაციას დამატებითი განცხადებების სახით, სათანადო ვადებში გაავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა