მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

Galt & Taggart-ი 2026 წელს უზბეკეთში 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,უზბეკეთის ეკონომიკა - კვლავ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების გზაზე” აქვეყნებს.

,,უზბეკეთის ეკონომიკური ზრდა ასახავს იმ პოტენციალის რეალიზებას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლი ზღუდავდა. 2017 წელს გაცვლითი კურსის ლიბერალიზაციისა და უცხოურ ვალუტაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რეალური მშპ საშუალოდ წლიურად 6.6%-ით იზრდებოდა და მდგრადობა შეინარჩუნა როგორც 2014-2016 წლების სასაქონლო ბაზრების ვარდნის, ისე 2020 წლის პანდემიის პერიოდში. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს მიაღწია, ხოლო 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველოდებით. ეკონომიკური ზრდის მოდელი თანდათან კაპიტალზე დაფუძნებული ზრდიდან ეფექტიანობაზე დაფუძნებულ ზრდაზე გადადის. 2025 წელს პროდუქტიულობამ ეკონომიკურ ზრდას 1.2 პროცენტული პუნქტი შემატა, რაც 2017 წლის შემდეგ პირველი პოზიტიური წვლილია. 2010 წლიდან მოყოლებული, დამამუშავებელი მრეწველობის წილი ეკონომიკაში გაორმაგდა და 20.8%-ს მიაღწია, რის შედეგადაც იგი ქვეყნის უმსხვილეს ეკონომიკურ სექტორად ჩამოყალიბდა. ამასთან, ოქროს გამოკლებით, ექსპორტის კონცენტრაცია 2017 წლის შემდეგ ნახევარზე მეტად შემცირდა, რაც ექსპორტის უფრო ფართო დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

ეკონომიკური პროგრესი უშუალოდ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც - რეალური ხელფასები 2017 წლიდან 82%-ით გაიზარდა, ხოლო დღეში 3 აშშ დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 2.3%-მდე შემცირდა.

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებისთვის უჩვეულოდ, უზბეკეთის ეკონომიკა მაღალი დივერსიფიკაციით გამოირჩევა. ქვეყნის საექსპორტო კალათა ბუნებრივად არის დაზღვეული ოქროს ექსპორტის მეშვეობით, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა პროგნოზირებადია, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 31.9%-ს შეადგენს, რაც კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია.

კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ პრივატიზაციის საწყის ეტაპზე მყოფ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა საცალო ინვესტორების აქტივობა სწრაფად იზრდება - 2017 წლის 2,572 გარიგებიდან 2024 წელს თითქმის 447,000 გარიგებამდე. ამასთან, 2023 წლის IPO-ებმა აჩვენა, რომ ბაზარს სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი აქტივების გაყიდვის ათვისების შესაძლებლობა აქვს”, - წერს Galt & Taggart-ი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა - Galt & Taggart

28.09.2026.11:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა