Galt & Taggart-ი წამყვანი ჰეჯ-ფონდების მიმოხილვა 2Q 2026-ს აქვეყნებს | როგორია ძირითადი მიგნებები
Galt & Taggart-ი წამყვანი ჰეჯ-ფონდების მიმოხილვა 2Q 2026-ს აქვეყნებს. ანგარიში აჯამებს ხუთი შერჩეული ჰეჯ-ფონდის Berkshire Hathaway-ის, Appaloosa-ს, Yacktman Asset Management-ის, Pershing Square Capital Management-ისა და Millennium Management-ის კვარტალურ საინვესტიციო აქტივობას.
ეს ფონდები შეირჩა ბოლო წლების განმავლობაში მათი შედეგებისა და საინვესტიციო სტილის მიხედვით. შერჩეული ჰეჯ-ფონდები, როგორც წესი, ტრადიციული მიდგომით ახორციელებენ ინვესტირებას: მათი პორტფელები შედარებით კონცენტრირებულია და ისინი ძირითადად „იყიდე და შეინარჩუნე“ (buy-and-hold) საინვესტიციო სტრატეგიას მიჰყვებიან. ვინაიდან ეს ფონდები იშვიათად ვაჭრობენ, მათი პორტფელების შესახებ მონაცემები ინვესტორებისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეული დაგვიანებით ქვეყნდება.
2026 წლის მეორე კვარტალში (2Q26) ხუთი ჰეჯ-ფონდიდან ორმა S&P 500-ის შედეგს გადააჭარბა. S&P 500-ის ინდექსი 2Q26-ში 14.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც შერჩეულმა ფონდებმა საშუალოდ 16.7%-იანი ზრდა აჩვენეს.
S&P 500-თან შედარებით, ფონდები კვლავ ჭარბწონიან პოზიციებს ინარჩუნებენ ფინანსების, სამომხმარებლო დისკრეციული საქონლისა და მომსახურების, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და პირველადი მოხმარების საქონლის სექტორებში, ხოლო შედარებით ნაკლებწონიან პოზიციებს ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები
01.09.2026.11:00
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები შენელდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 388 498.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.63%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან ყაზახეთში 324 725.8 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე (494 807.6) 34.37%-ით ნაკლებია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ყაზახეთში ახდენს:
• მსუბუქი ავტომობილები - 248 556.3 ათასი დოლარი;
• მინერალური და მტკნარი წყლები - 20 030.1 ათასი დოლარი;
• წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 18 879.2 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 9 963.0 ათასი დოლარი;
• თევზი გაყინული - 6 219.5 ათასი დოლარი.
ექსპორტისგან განსხვავებით, ყაზახური პროდუქციის იმპორტი საქართველოში გაზრდილია. საანგარიშო პერიოდში მან 63 772.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მონაცემთან შედარებით (49 539.2) მხოლოდ სიმბოლური 28.73%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ყაზახეთიდან ახდენს:
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 18 342.9 ათასი დოლარი;
• საშუალებები თმებისათვის - 4 420.5 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები - 3 897.8 ათასი დოლარი;
• ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 3 806.3 ათასი დოლარი;
• ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან - 3 227.4 ათასი დოლარი.