მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart - კავკასიის ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს

news image
mbc image

2021-22 წლებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დადგა. ფასების ზრდის მიზეზები სხვადასხვა იყო, რომელთაგან აღსანიშნავია მიწოდების ჯაჭვების მოშლის შედეგად სატრანსპორტო გადაზიდვების ხარჯების ზრდა, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების მოხნის შემდეგ დაგროვებული მოთხოვნის ზრდა, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ნავთობ პროდუქტებისა და სურსათის ფასების ზრდა და ა.შ.

ინფლაციის საგანგაშო ტენდენციებიდან გამომდინარე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დაიწყეს. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედი) საპროცენტო განაკვეთი 2022 წლის დასაწყისში არსებული 0.25%-დან 2023 წლის ბოლოს 5.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იგივე პერიოდში 0.0%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

2023 წელს ინფლაცია გლობალურად შენელდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ის ჯერ კიდევ მიზნობრივ 2.0%-იან დონეზე მაღლა ნარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირება გაგრძელდება 2024 წელს და საპასუხოდ ცენტრალური ბანკები გადავლენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. მაგალითად, ფედის უახლესი პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება 100 საბაზისო პუნქტით 4.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით საპროცენტო განაკვეთის შემცირება 75  საბაზისო პუნქტით 3.75%-მდე არის მოსალოდნელი 2024 წლის ბოლომდე.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა კავკასიის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლიდან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად საპროცენტო განაკვეთი გაზარდა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა, რაც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ყველაზე მოკლე პერიოდში (1 წლის განმავლობაში) განაკვეთის ზრდა საქართველოში განხორციელდა, კერძოდ:

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2021 წლის მარტიდან  ეტაპობრივად 300 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის მარტში პიკურ მაჩვენებელს, 11.0%-ს მიაღწია.
  • სომხეთის ცენტრალურმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2020 წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად 550 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და პიკურ მაჩვენებელს, 10.75%-ს  2022 წლის დეკემბერში მიაღწია.  
  • აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2023 წლის მაისში, 250 საბაზისო პუნქტით გაზარდა 9.0%-იან პიკურ მაჩვენებლამდე.

2023 წელს კავკასიის სამივე ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, რადგან ამ ქვეყნებში ინფლაცია სწრაფად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში საპროცენტო განაკვეთი თანაბარი ზომით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად, რადგან ინფლაციის შემცირება ამ ქვეყანაში უფრო გვიან დაიწყო, კერძოდ:

  • საქართველოში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალია 2023 წლის აპრილიდან. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მაისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 150 საბაზისო პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა.
  • სომხეთში ინფლაციის შემცირება მკვეთრი იყო, 2023 წლის მეორე ნახევრიდან დეფლაცია ფიქსირდება (ანუ წინა წლის შესადარ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები შემცირდა). საპასუხოდ, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო და ეტაპობრივად,2023 წლის ბოლომდე,  150 საბაზისო პუნქტით, 9.25%-მდე შეამცირა.
  • რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ წლიური ინფლაცია 4.0%-ზე მაღლა 2023 წლის ოქტომბრამდე ნარჩუნდებოდა, ხოლო  ოქტომბრიდან აღნიშნულ დონეს ჩამოცდა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმაც არ დააყოვნა და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნოემბრიდან დაიწყო და საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 2023 წლის დეკემბერში, 100 საბაზისო პუნქტით, 8.0%-მდე შეამცირა.

2024 წლისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გაგრძელებაა მოსალოდნელია კავკასიის ქვეყნებში, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად აისახება 2024 წლის საინვესტიციო საქმიანობაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და 2024 წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, იგივე  ზომის, 100 საბაზისო პუნქტით შემცირებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა