მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

„გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენთ და უკან არ დაიხიოთ”, - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი აგრარული უნივერსიტეტიდან

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და 120 000-ზე სტუდენტს, მოსწავლესა და ახალგაზრდა პროფესიონალს აძლევს განვითარების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. რომელიც 20-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ  სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი. მათ შორისაა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ქენქაძე.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ ის თავად გვესაუბრება:

გზა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე

“სკოლაში განსაკუთრებით ფიზიკა და გეოგრაფია მიყვარდა და უმეტეს დროს ამ საგნების სწავლას ვუთმობდი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმია ყოველთვის მაინტერესებდა, მე-12 კლასში თითქოს თავიდან აღმოვაჩინე - უფრო კონკრეტულად მაშინ, როცა ორგანული ქიმიის შესწავლა დავიწყე. თუმცა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე, მისასვლელი გზა ჩემთვის ცოტა ჩახლართული იყო. ფიზიკოსობის, გეოგრაფობის, ეკონომისტობისა თუ მეღვინეობის გადაფიქრების შემდეგ, არჩევანი სასურსათო ტექნოლოგიაზე შევაჩერე და აგრარულ უნივერსიტეტში სწორედ ამ პროგრამაზე ჩავაბარე.

ახლა მე-2 კურსზე ვარ და ჩემი თავი აკადემიური სფეროს გარდა სხვაგან ვერც წარმომიდგენია. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე ვაპირებ. მსურს, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, რათა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მივიღო, საქართველოში დაბრუნებულმა კი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანა შევძლო”.

საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს

“საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ უნივერსიტეტისგან შეტყობინების მიღებისთანავე გადავწყვიტე, რომ სააპლიკაციო ფორმა შემევსო. ვეცადე, სამოტივაციო წერილი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყო, რომელშიც ჩემი მონდომება და პიროვნულობა კარგად გამოჩნდებოდა. მალევე დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე დამიბარეს. ამ დროს ნერვიულობასთან ერთად წინასწარ დამეუფლა გამარჯვების სიხარულიც. ყოველ სიტუაციაში საუკეთესო შედეგს ველი, ამიტომ აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებასაც ნამდვილად მოველოდი. ვთვლი, რომ შრომა და მოტივაცია ყოველთვის ფასდება და ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე ვიმედოვნებდი.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებამ, პირველ რიგში, დიდი ვალიდაცია და მოტივაცია მომცა. მომეცა შესაძლებლობა, რომ მეტი ვაკეთო, მოვინდომო და უფრო დიდი მიზნები დავისახო. ასევე დავინახე, რომ ჩემი მცდელობები ფასდება და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”.

მომავალი STEM-შია

“ჩემი აზრით, მომავალი მეცნიერებაშია და დღევანდელ დღეს STEM-ის არჩევა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯია. ასე ირჩევ პროფესიას, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ და ყოველთვის გექნება ახლის შეცნობისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ასევე, ეს ის პროფესიაა, რომელიც არასდროს მოგწყინდება და ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან სამყაროს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია.

პირადად ჩემთვის, ქიმიისა და ბიოლოგიის დარგები ძალიან ფართო და საინტერესოა. ერთი კონკრეტული მიმართულების არჩევაზე ბევრს ვფიქრობ და სწავლის გაგრძელებას ბიოქიმიის, უჯრედული/მოლეკულური ბიოლოგიის ან ორგანული ქიმიის მიმართულებებით განვიხილავ. ჩემი პროფესიული მიზნები მოიცავს აკადემიურ საქმიანობასა და კვლევებს. უკვე ვარ ჩართული მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის კვლევებში და ჩემი მომავალი ლაბორატორიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. მეგობრებთან ერთად გამოცდებისთვის მომზადებისას კი მივხვდი, თუ როგორ მომწონს და მსიამოვნებს სხვისთვის მასალებისა და ამოცანების ახსნა. შესაბამისად, ჩემი კვლევითი საქმიანობის პარალელურად, ლექტორობასაც ვაპირებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩემზე უმცროს თაობას STEM დარგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ყოველთვის ვცდილობ, სკოლის მოსწავლეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მეცნიერების არჩევაში დავეხმარო”.

3 რჩევა მომავალ სტიპენდიატებს:

  1. “გქონდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედი. უნდა გჯეროდეთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.
  2. ეცადეთ, ყოველთვის და ყველა სიტუაციაში იყოთ გულწრფელები და ადამიანებს თქვენი რეალური “მე” გააცნოთ. მე მჯერა, რომ ავთენტურობა წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.
  3. გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენთ და უკან არ დაიხიოთ, მაშინაც კი, თუ ეჭვი გეპარებათ - ცდა ბედის მონახევრეა”.

სტიპენდიაზე კიდევ უფრო მეტი დეტალის გასაცნობად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო: https://youtube.com/shorts/NFsuL8bLc6o

თუ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების  შესახებ, ეწვიეთ ბმულს Csr.bog.ge

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი

08.07.2026.18:56

„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.

„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა