გამოკითხულთა 29% საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად ეკონომიკური განვითარებას ასახელებს - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური განვითარებაა.
კითხვაზე, რა არის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის, გამოკითხულთა 29% ეკონომიკური განვითარებას ასახელებს, უმუშევრობას -14%, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას -18%.
ამასთან, კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, გამოკითხულთა პასუხები ასე გამოიყურება: ეკონომიკა – უმუშევრობა 37%, ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები -17%, სხვა საკითხები – 7%; სიღარიბეს ასახელებს გამოკითხულთა 7%, განათლებას – 4%, პოლიტიკური პოლარიზაციას – 3%, გარე კონფლიქტები/ომი -3%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე როგორ აღწერდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, ძალიან კარგს პასუხობს 4%, ნაწილობრივ კარგი – 59%, ნაწილობრივ ცუდი -27%, ძალიან ცუდი-10%.

კითხვაზე, ბოლო 12 თვის განმვლობაში როგორ შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, გამოკითხულთა ორი პროცენტი აცხადებს, რომ დიდად გაუმჯობესდა, ნაწილობრივ გაუმჯობესდა – ამბობს 21%, იგივე დარჩა – აცხადებს 30%, ნაწილობრივ გაუარესდა – პასუხობს 36%, დიდად გაუარესდა -18%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826