მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ  ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - 2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. 2022 წელს დაფიქსირდა ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა. ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება - იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ს შეადგენს" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბისა და  უმუშევრობის დონე,  ამასთან, გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე. შედეგად, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე წლიურად, პარალელურად,  გაიზარდა  სამუშაო  ძალისა და დასაქმების მაჩვენებლები.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა, უმუშევრობა და სიღარიბის კიდევ უფრო შემცირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - სწორედ აქეთაა მიმართული ჩვენი  ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ის ასევე მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას" - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეფასებასა და კვლევას, რომლებიც საქართველოს პროგრესს ადასტურებენ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.  მისი თქმით, OECD-ის  „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში"  საქართველო კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, ინოვაციური პოლიტიკა და ა.შ.

„მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება იმ ფონზე, როცა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა.  სარეიტინგო კომპანიების - Fitch, S&P, Moodys' შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. ამასთან, წლის დასაწყისში „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ.  სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, რეიტინგის  განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენენ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა