განაცხადების განხილვა ახალი ბანკების ლიცენზირებასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს, ძირითადად ინტერესს იწვევს ციფრული ბანკინგი | ნათია თურნავა
განაცხადების განხილვა ახალი ბანკების ლიცენზირებასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს, ძირითადად ინტერესს იწვევს ციფრული ბანკინგი",-განაცხადა ნათია თურნავამ, სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერთ საკითხზე ჰქონდათ კითხვები, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო კომპანია „ტეზერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზე, რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე, ინფლაციის ტენდენციაზე, არსებული კონფლიქტის პოტენციურ გავლენაზე.
სხვა სიახლეები
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა
24.07.2026.10:37
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.
იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.