განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს - თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე
პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შესაბამისად, პირმა, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, წინასწარ იცის, რას მოითხოვს მისგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და რა ვალდებულებებს განუსაზღვრავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნეს სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტიზებული პროცედურები და წესდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, დამატებითი იურიდიული მომსახურების გარეშე მოაწესრიგონ შესაბამისი ურთიერთობები და დაზოგონ ფინანსური რესურსი.
„ერთი მხრივ, ეს არის განჭვრეტადი კანონი, მეორე მხრივ კი, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული პროცედურები. ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ, სტანდარტული შაბლონების საშუალებით მოაწესრიგონ ის ურთიერთობები, რომლებიც მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო დაცულად ჩაერთონ სამოქალაქო ურთიერთობებში და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა“, – განმარტა თამარ ზოდელავამ.
სხვა სიახლეები
გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მიხედვით განისაზღვრება
28.10.2026.15:31
გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მიხედვით განისაზღვრება. ცვლილების თანახმად, სემეკი უფლებამოსილია წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, 2038 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს.